03:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-03 12:44:56, 900 ნახვა

რეგიონი
ყვარლის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაცია იწყება

ყვარლის მუნიციპალიტეტის 11 ადმინისტრაციულ ერთეულში: შილდაში, ენისელში, საბუეში, გრემში, ქალაქ ყვარელში, კუჭატანში, გავაზში, ჭიკაანში, ახალსოფელში, მთისძირსა და ბალღოჯიანში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეტაპობრივად აზომავს და დაარეგისტრირებს კერძო, მუნიციპალურ და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას: საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადებას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზსა და ნაკვეთების დარეგისტრირებას სააგენტო უფასოდ განახორციელებს. მოქალაქეები მარტივად, ყოველგვარი ფინანსური ბარიერის გარეშე დაირეგისტრირებენ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ, საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოლეგ თორთლაძე და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ექიზაშვილი ამზომველების საქმიანობასა და საველე სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე დააკვირდნენ.

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სისტემურ რეგისტრაციას იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის N681 ბრძანებით საგარეჯოს, ყვარლის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics