05:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 13:07:54, 792 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

კორონავიურისის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. ამჯერად, შეხვედრა სასტუმრო "ლე-მერიდიენ“-ის თანამშრომლებთან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გამართეს.

შეხვედრაზე განთავსების სფეროს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოში ვაქცინაციის პროცესის, ვაქცინების წარმომავლობისა და ვაქცინაციის უპირტესობის შესახებ. თინათინ ზოიძემ სასტუმროს პერსონალს აცრისკენ მოუწოდა და ტურისტულ სექტორში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსი, ნანა ჯინჭარაძე ესწრებოდა.

აჭარაში ვაქცინაციის პროცესი 24 დაწესებულებაში მიმდინარეობს. მათ შორისაა 21 სამედიცინო დაწესებულება, ორი სავაჭრო ცენტრი (მეტროსითი, ბათუმი მოლი) და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დღეიდან ვაქცინაცია დაიწყო აჭარის სოფლებში. ამჟამად აჭარაში ადმინისტრირებულია 127 850 ვაქცინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics