13:13 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-18 10:29:34, 1152 ნახვა

რეგიონი
სოფელ ტიბაანში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა ამოქმედდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სიღნაღის  მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში, შპს „ბუტრანას“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი  ფერმის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ცნობით, სოფელ ტიბაანში  ახალი ფერმერული მეურნეობა სექტემბრის მეორე ნახევარში ამოქმედდება. ფერმის აღჭურვასა და მის გამართულ მუშაობას კომპანია „კავკასიის გენეტიკა" განახორციელებს.  

„ახალი მეურნეობა იქნება სრულყოფილი სასწავლო-სამეცნიერო კომპლექსი, სადაც, ერთი მხრივ, სანაშენე მიმართულება იფუნქციონირებს, ხოლო, მეორე მხრივ, გადამზადდება პერსონალი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის საწარმოები სხვა რეგიონებშიც კეთდება, რაც ნიშნავს, რომ მეცხოველეობა ვითარდება სწრაფი ტემპით. სახელმწიფოს მხარდაჭერით, როგორც სოფლის მეურნეობის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, მეცხოველეობის განვითარებისთვის  მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ყველაფერი კეთდება, რომ საქართველოში ფერმერული მეურნეობა და სანაშენე მეურნეობა თანამედროვე სტანდარტებით განვითარდეს. ჩვენ გვაქვს ათწლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მესაქონლეობის მიმართულებითაც გათვალისწინებულია“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვილი ფერმის მოსაწყობად   შპს „ბუტრანამ“  შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა, სესხის თანხა 325,000 ლარს შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics