2021-08-12 18:18:38, 1238 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის, „საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა“ და კოლეჯი „ბლექსის“ თანამშრომლობით ერთობლივი ღონისძიება გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის, “საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა" და კოლეჯის "ბლექსი" თანამშრომლობით გაიმართა ერთობლივი ღონისძიება.
ღონისძიება მიზნად ისახავდა პროფსიული განათლებისა და მის ფარგლებში ხელმისაწვდომი, სამუშაოზე დაფუძნებული დუალური სწავლების, საგანმანათლებლო პროგრამების, მათზე დარეგისტრირების, კოლეჯის სამომავლო გეგმებისა და ზოგადად პროფესიული განათლების სისტემაში არსებული სიახლეების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.
შეხვედრას ადმინისტრაციული ერთეულებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი "უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის (SECTORs) " ფარგლებში ხორციელდება.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),