2021-07-30 22:44:59, 1321 ნახვა
რეგიონი
როლანდ ბერიძე ქედის მერობის კანდიდატად დასახელდა
ქედის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი როლანდ ბერიძე იქნება. ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როლანდ ბერიძე ამ დროისთვის ქედის მერის პირველი მოადგილედ მუშაობს .
2014 – 2017 წწ. - აჭარის ა რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი იყო.
2004 - 2007 წწ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საფინანსო - საბიუჯეტო დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვის, ეკონომიკური ანალიზისა და აღსრულების განყოფილების მთავარი სპეციალისტი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),