14:56 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-26 18:43:51, 1100 ნახვა

რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა, დავით ზაალიშვილთან ერთად, ბორჯომში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილმა,ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ,დავით ზაალიშვილთან ერთად, ბორჯომში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

ხელისუფლების წარმომადგენლები რუსთაველის ქუჩაზე (N51, N51ა და N53) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას, ამავე ქუჩაზე სანაპიროს გამყოლი სკვერის და N1 საჯარო სკოლასთან სკვერის მოწყობის პროცესს გაეცნენ.

რუსთაველის ქუჩაზე (N51, N51ა და N53) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციის ფარგლებში მოწესრიგდება შენობების იერსახე. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები აგურისა და ლითონის დეკორატიული დეტალებით მოპირკეთდება. ასევე გათვალისწინებულია აივნების ლითონის მოაჯირის მინის დეკორატიული მოაჯირით შეცვლა.

რაც შეეხება სანაპიროს გამყოლი სკვერის რეაბილიტაციას, პროექტის მიხედვით ტერიტორია კეთილმოეწყობა. განთავსდება გარე-განათება. მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები და ველობილიკი. ტერიტორიაზე განთავსდება საბაღე სკამები, საბავშვო ატრაქციონები და სასმელი წყლის ბიუვეტი. ტერიტორია გამწვანდება. ბულვარის სიგრძე 2076 მეტრი იქნება.

უახლოეს პერიოდში დასრულდება N1 საჯაროს კოლასთან სკვერის მოწყობის სამუშაოები. პროექტის მიხედვით მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და დასასვენებლი სივრცე, განთავსდება სკამები და დამონტაჟდება განათება.

ქალაქ ბორჯომში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მხარადაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება.

 
 
 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics