2021-07-22 14:37:30, 1232 ნახვა
რეგიონი
ბათუმში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული კორპუსის მეორე სართულიდან გადახტა
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოხტა.
სამართალდამცავებმა მამაკაცის გადარჩენა გასაბერი ლეიბის საშუალებით მოახერხეს.
25 წლის მამაკაცი ბათუმის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ბიჭი სავარაუდოდ, გუშინ, ბათუმის ბულვარში მომხდარ მკვლელობაშია ბრალდებული.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 60 წლამდე მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით, ერთ-ერთმა სტუმარმა მიაყენა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,