09:27 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-22 12:24:47, 802 ნახვა

რეგიონი
ქალაქ ბოლნისში, შოთა რუსთაველისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ყოფილი კატერინენფელდის ცენტრალური უბნების დარჩენილ მონაკვეთებზე ადგილობრივი ბაზალტით ქუჩების მოკირწყვლა დასრულდა. შოთა რუსთაველის ქუჩაზე ამ ეტაპზე ეზოში შესასვლელები, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე კი ტროუტუარებისა და დაზიანებული ფასადების აღდგენა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ქუჩებზე მოსახლეობის ჭიშკრებიც გამოიცვალა. - ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

 

უწყების ცნობით, ინფრატსრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

 

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულბა 614 000 ლარს შეადგენს.

 

“დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლნისის ისტორიული ნაწილის ცენტრალური ტერიტორია მთლიანად ადგილობრივი ბაზალტითაა მოკირწყლული, ეს კი ტურისტული თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძველი გერმანული უბნები თავის ავთენტურ იერსახეს იბრუნებს. ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ამ ეტაპზე ტროტუარების, დაზიანებული ფასადების აღდგენა, რუსთაველის ქუჩაზე კი ეზოებში შესასვლელების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.  აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ასევე ქუჩებში მოსახლეობის ჭიშკრებიც შეიცვალა. პროექტისთვის  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და  ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ჯამში 614 000 ლარი გამოიყო”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics