03:37 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-19 16:46:59, 770 ნახვა

კომენტარი
მოლდოვის პრეზიდენტი - ჩვენი ქვეყანა ოლიგარქიულმა სისტემამ ჩაითრია, მაგრამ დემოკრატიულმა არჩევნებმა ყველაფერი შეცვალა

ჩვენი ქვეყანა ოლიგარქიულმა სისტემამ ჩაითრია, ამის გამო, ჩვენ აღარ ვიყავით სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ბათუმში, რიგით მე-17 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ცვლილებები მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მოხდა და მოქალაქეებმა დემოკრატია აირჩიეს.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ აქ ვიმყოფები და ჩვენი ქვეყნების მისწრაფებებზე ვსაუბრობთ. ჩვენი ქვეყნების ევროკავშირის მისწრაფებებზე და თან ვსაურობთ ჩვენს პარტნიორობაზე რომელიც ერთად შეგვიძლია შევქმნათ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განვავითაროთ. მინდა დავუბრუნდე აღმოსავლეთ პარტნიორობის დასაწყისს და შეგახსენოთ, მეგობრებო, რომ იმ დროს, ჩემი ქვეყანა, მოლდოვა, მიიჩნეოდა წარმატებულ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობაში და დიდი იმედები არსებობდა იმისა, რომ ქვეყანაშიც და ევროკავშირის ინსტიტუტებშიც რომ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე რომელიც მოლდოვამ გააფორმა, ქვეყანა განვითარდებოდა, დემოკრატიული სისტემები ჩამოყალიბდებოდა ქვეყანაში მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ჩემი ქვეყანა ოლიგარქიულმა სისტემამ ჩაითრია... ამის გამო, ჩვენ აღარ ვიყავით სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის... ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ბოლო წლის განმავლობაში მოხდა. ხალხმა აირჩია დემოკრატია კარგი მმართველობა და ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გამოგვიცხადა ამ არჩევნების საფუძველზე.. ამას უკვე ხელს უწყობს ევროკავშირი და ახლა ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს მისი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics