17:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-06 12:00:14, 826 ნახვა

რეგიონი
რუსთავში ატმოსფერული ჰაერის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ქ.რუსთავის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ქ.რუსთავის  მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და ქ.რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ გახსნეს.

„ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ჩვენი სამინისტროს და ზოგადად მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. საქართველოს უმსხვილეს ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პრობლემის მოსაგვარებლად, სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი, კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა დღის წესრიგის ნაწილია. სამინისტროს ყურადღების ცენტრში ქ.რუსთავის ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი და აქ არსებული გამოწვევებზე სათანადო რეაგირება გახლავთ. ატმოსფერულ ჰაერზე მუდმივმა მონიტორინგმა საშუალება  მოგვცა, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად შეგვემუშავებინა ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა ქალაქ რუსთავისთვის, სადაც გაწერილია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი კონკრეტული ღონისძიებები, მისი განხორციელების ვადები და პასუხისმგებელი უწყებები“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ქ.რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის და ახალი რეგულაციების აღსრულების პროცესში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის როლის საკითხები განიხილეს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics