17:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-30 20:35:02, 737 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პრიორიტეტების დოკუმენტზე მუშაობას განაგრძობს

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან გაიმართა, რომელსაც მინისტრი, ნინო ნიჟარაძე უძღვებოდა.

„2022 წლის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები უკვე დავიწყეთ. ჩვენი მიზანია სამინისტროს როგორც საშუალო, ისე გრძელვადიანი ხედვების ჩამოყალიბებაში მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი ყველა მხარე, რომ ყველა პროგრამა პასუხობდეს უპირველესად მოქალაქეთა საჭიროებებს“ - აღნიშნა შეხვედრაზე მინისტრმა.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, ზურაბ თენიეშვლი და მარი ზანაქიძე, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მანანა ფაღავა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი ესწრებოდნენ.

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია და 2021 წელს  27 200 000 ლარს შეადგენს.  მათგან: ჯანდაცვის მიმართულებით  13 310 000 ლარია გამოყოფილი და 10 პროგრამა ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics