21:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-17 14:24:28, 1708 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა და მისმა მოადგილემ სოფელ იგოეთში ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს

სოფელ იგოეთის ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები რომელიც დასრულების პროცესშია, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მისმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა დაათვალიერეს.

სოფელში  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება წლების განმავლობაში არ არსებობდა, სოფელ იგოეთის და მრგვალი ჭალის ბავშვები მეზობელი სოფლის საბავშვო ბაღში დადიან.

ორსართულიან შენობაში მოწყობილია საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები და დარბაზი. შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობის სისტემით.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ორ ჯგუფზეა გათვალისწინებული, ადაპტირებულია  შშმ პირთათვის და უზრუნველყოფილია უსაფრთხოების სისტემით.  შენობაში იფუნქციონირებს ლიფტი.

საბავშვო ბაღის მშენებლობის ღირებულება  696 326 ლარია, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

ჩვენი პატარები საუკეთესო პირობებში უნდა იზრდებოდნენ. ჩვენ ვზრუნავთ მათი კომფორტული გარემოს შესაქმნელად - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

#სკოლამდელიაღზრდისინფრასტრუქტურა2021





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics