02:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-16 14:11:32, 981 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე - თბილისის განვითარების ფონდი ჯოვანი სკუდიერის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებს იწყებს

თბილისის განვითარების ფონდი ჯოვანი სკუდიერის ქუჩასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, ასევე, მხატვრების პავილიონების  მოწყობის სამუშაოებს იწყებს.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჯოვანი სკუდიერის ქუჩაზე სამუშაოები დავიწყეთ. გვინდა, ამ კონკრეტული სივრცის მთლიანად განახლება. ეს არის დედაენის ბაღის ქვედა ტერიტორია, იუსტიციის სახლთან ახლო, რომელიც ძალიან მოუწესრიგებელი იყო. შესაბამისად, 9 მარტისა და დედაენის ბაღების განახლების შემდეგ, ამ სივრცის დატოვება ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლაა, შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ტერიტორიის მთლიანად განახლება-მოწესრიგება. მხატვრებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც ამ სივრცეს იყენებს, მოეწყობა შესაბამისი ადგილები, რათა თავიანთი საქმიანობა კომფორტულად გააგრძელონ. სამუშაოების ხანგრძლოვობა დაახლოებით 5 თვე იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics