02:30 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-14 20:26:14, 544 ნახვა

კომენტარი
ნატო-ს კომუნიკე - ვადასტურებთ ღია კარის პოლიტიკას და პატივს ვცემთ ყველა სახელმწიფოს უფლებას, თავად უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება

„ვადასტურებთ ღია კარის პოლიტიკას და პატივისცემით ვეკიდებით ყველა სახელმწიფოს უფლებას, თავად უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება“, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბრიუსელის სამიტის კომუნიკეს 66-ე მუხლშია ნათქვამი.

66-ე მუხლში ასევე აღნიშნულია, რომ ალიანსის გაფართოების რამდენიმე რაუნდმა ევროატლანტიკური გაერთიანების უსაფრთხოება დაამტკიცა.

„ჩვენ ვადასტურებთ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, რაც გაწერილია ვაშინგტონის შეთანხმების მეათე პუნქტში, რაც ისტორიულად წარმატებული იყო.

გასულ წელს ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანება არის კიდევ ერთი მაგალითი ამ ვალდებულებისა. გაფართოების რამდენიმე რაუნდმა განამტკიცა ევროატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოება და ხელი შეუწყო კანონის უზენაესობის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პრაქტიკის გავრცელებასა და კონსოლიდაციას ევროპის კონტინენტზე.

ნატო პატივისცემით ეკიდება ყველა სახელმწიფოს უფლებას, თავად უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება, როგორც ეს არის ჩაწერილი 1990 წლის პარიზის ქარტიაში.

ნატო-ს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომლებიც იზიარებენ ალიანსის ღირებულებებს, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ, აიღონ წევრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელთაც ძალუძთ წესდების პრინციპების წინ წაწევა და რომელთა მიღებასაც შეუძლია, ხელი შეუწყოს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას“, - ნათქვამია ნატო-ს კომუნიკეში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics