03:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-08 16:39:03, 797 ნახვა

კომენტარი
ხატია დეკანოიძე - ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ჩახსნეს იმიტომ, რომ შეეშინდათ ჩვენი შემოსვლის

„ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ჩახსნეს იმიტომ, რომ შეეშინდათ ჩვენი შემოსვლის“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი სტრატეგია.

„ჩვენ ვაპირებთ სხდომათა დარბაზში შესვლას. როგორც მივხვდი ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ჩახსნეს იმიტომ, რომ შეეშინდათ ჩვენი შემოსვლის.

ახლა ძალიან წყნარად, მშვიდად ავალთ ფრაქციის ოთახში, შევიკრიბებით და გადავინაცვლებთ სხდომათა დარბაზში.

ჩვენ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით არ მივდივართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი სტრატეგია, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა და ამ პარლამენტს ვუყურებთ როგორც გარდამავალ პარლამენტს.

ძალიან მალე თვითმმართველობის არჩევნები იქნება, ამას მოჰყვება ვადამდელი არჩევნები, მანამდე ჩვენ დავიწყებთ საპარლამენტო საქმიანობას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics