2021-06-03 14:49:14, 1113 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტში ამბულატორიების რეაბილიტაციაზე 100 000 ლარამდე დაიხარჯება
მუნიციპალიტეტში ამბულატორიების რეაბილიტაციაზე 100 000 ლარამდე დაიხარჯება შუახევში, წყალსაყრის ამბულატორიას რეაბილიტაცია უტარდება.
სამუშაოების მიმდინარეობას, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. შეიცვალა შენობის სახურავი, მოწესრიგდა ელექტროგაყვანილობა, წყლისა და კანალიზაციის სისტემები. კეთილმოეწყობა ამბულატორიასთან მისასვლელი გზა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა ხიჭაურის ამბულატორიაზე. მიმდინარე წელს, მოწესრიგდება ასევე დღვანისა და ჭვანის ამბულატორიების ინფრასტრუქტურა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),