00:43 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-17 22:49:35, 570 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - მსოფლიო ბანკის ფინანსური რესურსით მოხდება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების გაფართოება, გაძლიერება და მოცულობის გაზრდა

„მსოფლიო ბანკი ჩვენი ტრადიციული პარტნიორია, რომელიც ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაში გვეხმარება. აღნიშნული ფინანსური რესურსით მოხდება „აწარმოე საქართველოში" პროგრამების გაფართოება, გაძლიერება და მოცულობის გაზრდა," - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკთან დღეს გაფორმებული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო პანდემიისგან დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად 85 მლნ ევროს შეღავათიან ფინანსურ რესურსს მიიღებს.

პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი  გააძლიერებს და გააფართოებს „აწარმოე საქართველოში"  სააგენტოს მიერ განხორციელებულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროგრამებს. მიკრო და მცირე ფირმების პირდაპირი დახმარება  „აწარმოე საქართველოში"-ს მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამით შეთავაზებული გრანტებით გამოიხატება.

მეორეს მხრივ, მცირე და საშუალო საწარმოები შეძლებენ „აწარმოე საქართველოში"-ის დახმარების მიღებას მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებით, რაც შეამცირებს სესხთან დაკავშირებულ ხარჯებს და გავლენას იქონიებს ლიკვიდურობის უშუალო შეზღუდვებზე. ისინი ასევე მიიღებენ სარგებელს საფინანსო ინსტიტუტების საშუალებით ნაწილობრივ საკრედიტო გარანტიებთან წვდომით, რომლებიც შექმნილია გირავნობის მაღალ მოთხოვნებზე და საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილ რისკის თავიდან აცილების მოთხოვნებზე რეაგირებისთვის.

მსოფლიო ბანკის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) დახმარების ახალი პროექტის მიზანია, ამ ტიპის საწარმოების დახმარება, მათ შორის, ციფრული მომსახურების გაუმჯობესებისა და ფინანსური ინფრასტრუქტურის განახლების უზრუნველყოფის გზით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics