00:51 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-10 18:23:30, 611 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელია - პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ აურზაური მომხდარიყო

პრაქტიკულად, სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების ბუნება წვრილმან დეტალებში ჩანს.

„პირველ რიგში, ძალიან ვწუხვარ, რომ ეს აურზაური მოხდა. არ ვიცი, ემელენტარული საკითხი იყო. იმ პრობლემებთან შედარებით, რაც ქვეყენაში მოსახლეობას აწუხებს, ეს რა მოსატანია. რასაც ახლა ვამბობ, მაგრამ ეშმაკი დეტალებშია. პრაქტიკულად, სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო. არ მიიღოს ციხის ადმინისტრაციამ საკუთარ თავზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს დავალება ჰქონდათ. ბუნება ჩანს ამ ხელისუფლების წვრილმან დეტალშიც კი, რასაც ახლა ამხელა გაუგებრობა მოჰყვა. მინდა გათავისუფლება ვუსურვო ყველა პოლიტპატიმარს და ყველა პატიმარს. ყველა ადამიანს მოსდის შეცდომა, ყველას ვუსურვებ გათავისუფლებას და საკუთარ ოჯახთან ყოფნას. ხაზს ვუსვამ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა პოლიტიკური პატიმრები“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics