13:43 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-14 13:43:16, 529 ნახვა

კომენტარი
სალომე სამადაშვილი - დღევანდელი შეხვედრა იყო პროდუქტიული, მაგრამ პროგნოზების გაკეთება ჯერ ადრეა

„დღევანდელი შეხვედრა იყო პროდუქტიული, მაგრამ პროგნოზების გაკეთება ჯერ ადრეა“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კიდევ საჭირო იქნება საუბრის გაგრძელება.

„დღევანდელი შეხვედრა იყო პროდუქტიული, მაგრამ ცხადია, ჩვენ კიდევ დაგვჭირდება საუბრის გაგრძელება.

მოდერატორზეა დამოკიდებულია, როგორ გავაგრძელებთ საუბარს. საქართველოს დემოკრატიულ ოპოზიციას გვსურს, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს იმ შედეგით, რა მოლოდინიც აქვს ჩვენს ხალხს და რაც სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და მის სტაბილურ განვითარებას.

ეს მოითხოვს კომპრომისებს, მათ შორის ხელისუფლებას, რადგან მათ ეკისრებათ მთავარი პასუხისმგებლობა ამ პროცესში. პროგნოზების გაკეთება ჯერ ადრეა.

შემიძლია კიდევ ერთხელ დავუდასტურო ქართველ ხალხს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა და საქართველოს  თითოეული მოქალაქის მომავალი გამოიყურებოდეს უკეთესად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics