14:31 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-24 15:15:54, 564 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნია - იმედი გვაქვს, მარტის პირველ ორ კვირაში მივიღებთ იმ დოზებს, რასაც ველოდებით „ფაიზერისგან“

იმედი გვაქვს, მარტის პირველ ორ კვირაში მივიღებთ იმ დოზებს, რასაც ველოდებით „ფაიზერისგან“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინიტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კვირის ბოლომდე ზუსტად იქნება ცნობილი, თუ როდის მიიღებს საქართველო ვაქცინის შეპირებულ დოზებს.

„ამ კვირაში ჩვენ მივიღეთ დამატებითი პირობები „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით. კვირის ბოლომდე შედგება კიდევ ერთი კონსულტაცია „კოვაქსის“, „ფაიზერის“ და საქართველოს მხარის მონაწილეობით, რა დროსაც ყველა დეტალი დაზუსტდება და უკვე გვეცოდინება, ზუსტად როდის მივიღებთ შეპირებულ 29 250 დოზას, რაც „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით საქართველომ პირველ კვარტალში უნდა მიიღოს.

ამ დოზებს თებერვლის ბოლომდე ველოდებოდით, თუმცა „ფაიზერის“ მიერ დაყენებული დამატებითი მოთხოვნების გამო, ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც ეს დოზები უნდა მიეღო, გარკვეული გადავადება მოხდა. ამდენად, მიმდინარე პერიოდში, ჩვენ დავასრულებთ მოლაპარაკებას და იმედი გვაქვს, მარტის პირველ ორ კვირაში მივიღებთ იმ დოზებს, რასაც ველოდებით „ფაიზერისგან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics