05:51 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-14 19:04:35, 684 ნახვა

კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - გიგი უგულავა ჩემთან იყო, ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა

„გიგი უგულავა ჩემთან იყო, ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გიგი უგულავასთან პოლიტიკაზე არ უსაბრია და ეს უბრალოდ მეგობრული საუბარი იყო.

„გიგი უგულავა იყო აქ მართლა, ჩემთან, სახლში სუფრა გავუშალე.

ძალიან კარგი, თბილი შეხვედრა იყო და თითქმის არ გვილაპარაკია პოლიტიკაზე იმიტომ, რომ არ გვინდოდა, მოგვეწამლა ადამიანური შეხვედრა.

მე მათი კამპანია, რა თქმა უნდა, არ მომეწონა. მე მიმაჩნია, რომ მათმა კამპანიამ, პირველ რიგში, დააზარალა ისინი და დააზარალა ჩვენი საერთო საქმე.

ჩემზე ეს თავდასხმები არ იყო საერთო ინტერესებში, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ძალების გაერთიანება და ამიტომ წარსულზე კონცენტრირება არ იყო საჭირო.

მით უმეტეს, მათი პარტიული საკითხები საერთოდ არ გამირჩევია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics