09:26 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-11 13:53:00, 620 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ცირკულაცია კიდევ, სულ მცირე, ერთი წელი ან წელიწადნახევარი გაგრძელდება

„კორონავირუსის  ცირკულაცია სულ მცირე ერთი წელი, წელიწადნახევარი გაგრძელდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ის ამბობს, დარწმუნებულია, რომ ვაქცინაცია პანდემიის მიმდინარეობაში დიდ გარდატეხას შეიტანს.

„ადამიანს იმდენად არ ეშინია მომატებული წნევის, როგორც ახალი ვირუსის, ახალი ინფექციების. ამიტომ სერიოზულად შეიცვალა ჩვენი ქცევა გაჩნდა მეტი დეპრესია და ადამიანთა შორის ურთიერთობები უფრო მეტად დაიძაბა. ერთი მხრივ, არის სოლიდარობა და მეორე მხრივ, ყოფით ნიადაგზე აღმოცენებული უფრო მეტი კონფლიქტი. ჯერ კიდევ ეს ვირუსი ბევრ რამეს გვასწავლის. ამიტომ არის საჭირო ამ ერთი წლის გამოცდილების კარგი ანალიზი.  ეს პანდემია არ დამთავრდება ასე მალე. დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინაცია შეიტანს დიდ გარდატეხას პანდემიის მიმდინარეობაში, მაგრამ კორონავირუსის  ცირკულაცია სულ მცირე ერთი წელი, წლიწადნახევარი გაგრძელდება სანამ არ შეიქმნება მისი ბიოლოგიური იმუნური ფენა საზოგადოებაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics