2015-01-30 11:54:58, 317 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სამედიცინო აპარატურა გადაეცემა
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო აპარატურას შეუძენს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ნუგზარ სურმანიძესა და საავადმყოფოს დირექტორს მალხაზ ხალვაშს შეხვედნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გზები და აპარატური მოწოდების ვადები განიხილეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან