16:32 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-03 12:28:37, 806 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტო - კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 74 მილიონ ლარს გადააჭარბა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, კახეთის რეგიონში 109 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.

სააგენტოს ცნობით, მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 74 მილიონ ლარს გადააჭარბა.

„2 ოქტომბერს  დღეღამურად გადამუშავდა 5 439 ტ, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურია. ყურძნის გადამუშავების პროცესი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის ქარხნებში ყურძენი 13 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.

ამ დროისთვის გადამუშავებულია  რქაწითელი 56 ათას ტონამდე, საფერავი - 40 ათას ათას ტონამდე, ასევე 2,6 ათასი ტონა  კახური მწვანე და 11,5 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.

კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 36,5 ათასი ტონა, თელავი - 24,7 ათასი ტონა, ყვარელი - 19,8 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,6 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 7,6 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა, ახმეტა - 3,7 ათასი ტონა და საგარეჯო - 6,7 ათასი ტონა. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში რთველი ფაქტობრივად დასრულებულია.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics