2021-01-23 22:21:10, 559 ნახვა
კომენტარი
ნინო ლომჯარია - პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში
„პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ძალადობის წახალისება ან გამართლება არ შეიძლება.
„გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას.
პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!“, - წერს ნინო ლომჯარია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,