19:10 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-23 20:28:05, 728 ნახვა

კომენტარი
ზურა ჯაფარიძე - ვემზადები რევოლუციური სცენარისთვის და მაგაში პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ

„ვემზადები რევოლუციური სცენარისთვის და მაგაში პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ“, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობიანი გზით მივლენ რევოლუციამდე თუ ხელისუფლება ძალაუფლებას არ დათმობს.

„მე ვემზადები რევოლუციური სცენარისთვის. მე პრობლემას ვერ ვხედავ საერთოდ მაგაში. ეს არ ნიშნავს, რომ თოხებით და ნაჯახებით გამოვა ხალხი, მაგრამ ზოგადად კი. თუ ძალაუფლებას არ დათმობენ, რევოლუციაც არის ერთ-ერთი გზა. მშვიდობიანი გზით მივალთ რევოლუციამდე.

მართლა ვემზადები, რევოლუციას დაარქმევ ამას თუ რას დაარქმევ რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ვემზადები იმისთვის, რომ თუ არჩევნების გზით ძალაუფლებას, ეს ძალაუფლება წავართვა. რა პრობლემაა რევოლუციასთან, სისხლს არ ღვრი და არაფერი, მშვიდობიანად წავართმევთ“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics