18:18 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-18 19:04:55, 677 ნახვა

კომენტარი
ჩემზე რომ კომპრომატი იყოს, უკვე გამოყენებული იქნებოდა - გიორგი ვაშაძე ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება

ჩემზე რომ რაიმე კომპრომატი იყოს, დიდი ხნის წინ იქნებოდა გამოყენებული, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად გიორგი ვაშაძეს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები შესაძლოა, კომპრომატებით აშანტაჟებდნენ.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, შანტაჟთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ტყუილია.

„ჩემზე რომ რაიმე კომპრომატი იყოს, დიდი ხანი იქნებოდა ეს კომპრომატი უკვე გავრცელებულიც და გამოყენებულიც ამ საკითხთან დაკავშირებით, არაერთხელ მქონია განსხვავებული პოზიციები, თუნდაც მის მერ დასახელებულ პიროვნებებთან. ასე რომ, ეს არის ტყუილი, ზღაპარი და ძალიან ვთხოვ ალეკოსაც, იაგოსაც და ყველას, რომ აქცენტი იყოს „ქართული ოცნება“ და არა ოპოზიცია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics