2021-01-15 20:08:33, 758 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - არ ვისარგებლებ არანაირი პრიორიტეტით, ავიცრები ვაქცინის იმ კატეგროიაზე, რომელიც საჭირო იქნება
„არ ვისარგებლებ არანაირი პრიორიტეტით, ავიცრები ვაქცინის იმ კატეგროიაზე, რომელიც საჭირო იქნება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხდა.
მისივე განცხადებით, მისთვის ცნობილია ვაქცინის ხარისხი და სანდოობა.
„მე ავიცრები იმ კატეგორიაზე, რა კატეგორიაზეც ვაქცინის საჭიროება მექნება. არ ვისარგებლებ არანაირი პრიორიტეტით.
გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად ვიცი, რა ხარისხის და რა სანდოობის ვაქცინაზე იქნება, აუცილებლად ავიცრები ამ ვაქცინით“, - განაცხდა ეკატერინე ტიკარაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,