18:03 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 21:40:02, 357 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის შესწორებას მხარი 51 ხმით დაუჭირა.

რეზოლუციაში სათაურით "მედიის თავისუფლება ევროპაში" ჩაიწერა, რომ როგორც მედია დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის საქმე სრულყოფილად უნდა იყოს გამოძიებული. გავიდა ასევე მეორე დამატებას, რომელიც მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების გადახედავს გულისხმობს. 

"მედიის თავისუფლება ევროპაში"-რეზოლუციის პროექტში ცვლილებების ინიციატორი "ნაციონალური მოძრაობა" იყო, საპარლამენტო უმცირესობამ ორივე ცვლილების რეზოლუციის პროექტში ჩამატება შეძლო. 

რეზოლუციის მიღებას წინ უსწრებდა, ქართველი დეპუტატების დაპირისპირება.   "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები  რეზოლუციის ტექსტში ეროსი კიწმარიშვილის საქმის დაუყონებლივ გამოძიებასა და მაუწყებლის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ჩამატებას ითხოვდნენ რასაც უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე დაუპირისპირდა. 

მაღრაძეს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები, გიორგი კანდელაკი და ჩიორა თაქთაქიშვილი გამოეხმაურენ, რასაც პარლამენტარებს შორის დებატები მოჰყვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics