09:13 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-30 00:19:47, 650 ნახვა

კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - ჯოგიდან ერთი განსხვავებულად მოიქცევა და ყველა მას კორტნის, ელისაშვილი და ხაზარაძეც გულწრფელები არიან

“ჯოგიდან ერთი განსხვავებულად მოიქცევა და ყველა მას კორტნის, ელისაშვილი და ხაზარაძეც გულწრფელები არიან”,- ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„განსხვავებული აზრის მიუღებლობა არ ვიცი, მაგრამ ეგ ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც რომელიმე პოლიტიკური ლიდერი აფიქსირებს განსხვავებულ აზრს, მე კი არ მომწონს, მაგრამ მიღებულია, რომ როგორც მგლების ხროვა თავს ესხმიან ხოლმე და ძიძგნიან.

ზოგადად ეგეთი კულტურაა ქართულ პოლიტიკაში, მარტო ალეკო ელისაშვილზე არაა. მე რომ წამოვედი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოტრიალდა ყველა ის ხალხი, ვისთანაც 2 წელი მქონდა გატარებული და ჩემი ლანძღვით იყო დაკავებული თვეების განმავლობაში.

ჯოგიდან რომ ერთი განსხვავებულ რაღაცას გააკეთებს და მთელმა ჯოგმა რომ უნდა დაკორტნოს, რომ ჯოგის შიგნით სხვას არავის მოუნდეს იგივეს გაკეთება.

სინამდვილეში რაღაცა ცხოველური ინსტიქტებია, რომელიც მე ძალიან არ მომწონს. გინდა ალეკოზე იყოს, გინდა ჩემზე. ელისაშვილი არ არის „ქართული ოცნების“ სპიკერი, არც ხაზარაძე. ჩემი აზრით გულწრფელია ერთიც და მეორეც“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics