2020-12-29 00:37:37, 700 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: 2020 წლის მანძილზე ახალი საცხოვრებელი ფართი 2 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დევნილებისთვის ბინების გადაცემის პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.
„პროფესიული განათლების, დასაქმების, თვითდასაქმების, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, 400-მდე იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდა. 2021 წელს სააგენტო დევნილი ოჯახებისთვის 2 200 ახალაშენებულ ბინას და 1 200 სოფლად სახლს შეისყიდის“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),