2020-12-28 12:22:08, 532 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრი - სახელმწიფოს ვაქცინის შესაძენად უკვე 16 მილიონი ლარი აქვს გადახდილი
ვაქცინაზე მოლაპარაკებები გარდა „კოვაქს“ პლატფორმისა, სხვა მწარმოებლებთანაც მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს ვაქცინის შესაძენად უკვე გადახდილი აქვს 16 მილიონი ლარი.
„ვაქცინაზე მოლაპარაკებები სექტემბრის თვიდან აქტიურად მიმდინარეობს, უკვე გადახდილი გვაქვს 16 მილიონი ლარი, რომელიც მეოთხედია იმ ღირებულების, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ავცრათ ქვეყნის მოსახლეობის 20%, გარდა კოვაქს პლატფორმისა, გვაქვს მოლაპარაკებები მწარმოებლებთან, რომელიც პროცესსში და ჯერჯერობით მეტი დეტალის დასახელება შეუძლებელია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან