05:27 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-26 19:15:08, 504 ნახვა

კომენტარი
დეკანოზი ილია ზურაბიშვილს- ამნეზია გჭირს, თუ ეს რა მავნებლობაა?!

„ამნეზია გჭირს, თუ ეს რა მავნებლობაა?!“, - ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაზე სოციალურ ქსელში წერს.

მან ასევე აღნიშნა,რომ პრეზიდენტის მიერ შობის დღესასწაულის მხოლოდ კათოლიკური სამყაროსთვის მილოცვა სამარცვინო იყო.

„საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთი სამარცხვინო რამ ჩაიდინა-წამოროშა (აბა სხვა რა ვუწოდო?!) და 25 დეკემბერი მარტო კათოლიკურ სამყაროს მიულოცა, პროტესტანტული ქვეყნები და მოსახლეობა დააიგნორა, მსოფლიოს მილიონობით მართლმადიდებელი საბერძნეთიდან დაწყებული რუმინეთ-ბულგარეთით დასრულებული უგულვებელყო, რა ღმერთი გაგიწყრა: ბავშვობიდან რომ გაიზარდე და მრევლი გერქვა პარიზის წმ ნინოს ქართული ეკლესიის, რომელიც კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს ემორჩილება, 25 დეკემბერს არ აღნიშნავდით ახალი სტილით შობას და დღემდე ასე არაა ამ ეკლესიაში?! კათოლიკური ეკლესიის მრევლი იყავი?! ეს რა ამნეზია გჭირს, თუ რა მავნებლობაა?!

p.s. ტვიტერზე გამოასწორა მერეო, მის ფეისბუკზე ისევ ისეა პირვანდელი სახით ამ წუთასაც“, – წერს დეკანოზი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics