05:27 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 23:53:39, 875 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - შეზღუდვების შემსუბუქება მინიმალურად მოხდა, ვიტყოდი, რომ ეს დაბალანსებულია

„შეზღუდვების შემსუბუქება მინიმალურად მოხდა, ვიტყოდი, რომ ეს დაბალანსებულია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „საქართველოს პირველი არხის“ ეთერში განცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვების დაწესებისას ქვეყანა დგება არჩევნის წინაშე.

„ჩვენ ექიმები ვართ და უპირველესი ჩვენთვის რა თქმა უნდა, ადამიანის ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლეა.

ამიტომ, რადგან ტენდენცია იყო უკეთესობისკენ და ამ მიმართულებით მივდიოდით, ზოგადად მიღებულია, რომ ეს შეზღუდვები, როგორც წესი, სულ მცირე, ხუთი-ექვსი კვირა უნდა გაგრძელდეს.

ჩვენ რიგი შეზღუდვები დავტოვეთ ძალაში და შემსუბუქება მინიმალური მოხდა. ის მხოლოდ დახურულ სავაჭრო ობიექტებს შეეხო.

ვიტყოდი, დაბალანსებულია, რადგან ხალხი ერთი მხრივ, გარკვეულწილად, დეპრესიულ მდგომარეობაშია, მეორე მხრივ, წინასაახალწლო პერიოდია, ამავე დროს, ბიზნესს მეტი სტიმული სჭირდება ამ დროს.

ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა. ჩვენ რატომღაც ყოველთვის ვედრებით გერმანიას, საფრანგეთს, ბრიტანეთს, ამერიკას და ასე შემდეგ, მათ იმდენი აქვთ ეკონომიკური საშუალება, რომ შეუძლიათ ხანგრძლივი ლოკდაუნების უფლება მისცენ თავის თავს.

ჩვენ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეკონომიკურად განვითარებადი ქვეყანა ვართ და ამის უფლებას ვერ ვაძლევთ. ამიტომ, ამ დროს დანის პირზე გვიწევს სიარული.

ერთი მხრივ, მოსახლეობის ჯანმრთელობა და მეორე მხრივ, მოსახლეობა კიდევ მეტად არ გაღარიბდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics