2020-12-23 20:47:27, 677 ნახვა
კომენტარი
ელენე ხოშტარიას განცხადებით, გაზზე შეღავათი „ქართული ოცნების“ მხრიდან უნაუსო მაქინაციაა
ელენე ხოშტარიას განცხადებით, გაზზე შეღავათი "ქართული ოცნების" მხრიდან უნაუსო მაქინაციაა.
ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა და ფოტო მასალაც გაავრცელა.
„უნამუსო მაქინაცია „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეხლა ვიყავი კარდაკარზე ჯიქიას 8-ში და მოსახლეობამ მომიყვა.
მოკლედ, რადგან შეღავათებია დაწესებული 200 (m3) გაზზე, შემმოწმებელი მოდის რამდენიმე დღით გვიან და არა ზუსტად ერთ თვეში და ოდნავ მეტიც რომ ეწერება, ცხადია, შეღავათი აღარ ეკუთვნით.
ამ ფოტოში 2 დღით გადაცდა ერთ თვეს და შესაბამისად 8 (m3) ით მეტია, ამიტომ ამოვარდნენ შეღავათიდან.
მეორე ოჯახს 40 თეთრით გადაუცდა დენზე ისიც დაგვიანებული შემოწმების გამო და ასევე ამოვარდა“, - წერს ხოშტარია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,