14:45 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 22:22:18, 463 ნახვა

კომენტარი
დეკანოზი თეოდორე - ბოდიში უნდა მოვიხადოთ, რადგან არ ვიცით, რამდენი ადამიანი შეიძლება დაზარალებულიყო

„ბოდიში უნდა მოვიხადოთ, რადგან არ ვიცით, რამდენი ადამიანი შეიძლება დაზარალებულიყო“, - ამის შესახებ ვიდეო მიმართვის დროს დეკანოზ თეოდორე გიგნაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საეკლესიო პირებიდან გრძელდებოდა საუბარი „ცრუპანდემიაზე“, რითაც ეკლესია ეურჩებოდა რეგულაციებს.

„გრძელდებოდა საუბარი „ცრუპანდემიაზე“, ვეურჩებოდით სახელმწიფო რეგულაციებს. სხვათა შორის, სახელმწიფო რეგულაციებისადმი ურჩობა იყო ურჩობა საეკლესიო მმართველობის წინააღმდეგაც, იმიტომ, რომ ისინი თანამშრომლობდნენ.

ჩვენ ვიცით მაგალითები, როდესაც ცალკეული სასულიერო პირები გამოდიოდნენ და საწინააღმდეგოს ამბობდნენ, მღვდელს საწინააღმდეგოს ეუბნებოდნენ, ეს იწვევდა რეგულაციების დარღვევას და, შესაბამისად, ხიფათში თავის შეყოფას. გასაგებია, რომ ღვთის გარეშე არც არაფერი არ მოხდება, მაგრამ განსაცდელში თავი არ უნდა შეყო. არ უნდა გამოსცადო უფალი შენი.

ბოდიში იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, რამდენი ადამიანი შეიძლებოდა, დაზარალებულიყო. მაგალითად, მე ვეუბნები მრევლს, რომ არაფერი დისტანცია, არაფერი ნიღაბი არ გაიკეთო. ჩვეულებრივად ვიყოთ. მე შემიძლია თვალი მივადევნო ამას რა ნაყოფი მოჰყვება? მაგალითად, ამან ვიღაცას გადასდო, მერე იმან ბებიას გადასდო, მერე ვიღაც გარდაიცვალა, დამძიმდა, დაინვალიდდა. შემიძლია ამას მივადევნო თვალი? არ შემიძლია. ბუნებრივია, ბოდიში უნდა მოვიხადო“,  – განაცხადა დეკანოზ თეოდორემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics