21:22 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-19 22:50:17, 772 ნახვა

კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - 9 წელი მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი ვიყავით და ეს ჩარეცხეს

„9 წელი მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი ვიყავით და ეს ჩარეცხეს“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატებები მთელი მსოფლიო აღიარებდა.

„საქართველოს წარმატებები, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებდა, უბრალოდ, ჩარეცხეს, ჩარეცხეს ჩვეულებრივად. ის 9 წელი მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი ვიყავით და ნახეთ, როგორი მონაცემები გვქონდა. ამერიკის 3 პრეზიდენტი ჩამოვიყვანეთ  საქართველოში ბოლოს და ბოლოს.

ახლა გამოივლის გზად უკვე მოხსნილი პომპეო და უკანა თათებზე დახტიან, გვიხარიაო. სახელმწიფო მდივნები ჩვეულებრივად შემოივლიდენ ხოლმე, მოქმედი ძლიერი სახელმწიფო მდივნები და დისკოტეკებზე დაგვყავდა და მთებში.

ვერტმფრენით გადავაფრინე ერთხელ ერთი სახელმწიფო მდივანი, რუსების პოსტებს გადავუფრინეთ. ცე ერ უს დირექტორით, მეორე ადგილზე გადავუფრინე პოსტებს, მესამე ადგილზე გადავსვით შატილში უკან და ზემოდან ისეთ ადგილებში, სადაც ყველგან მომყვებოდენ ბრმად, არც კითხულობდნენ მათი პროტოკოლი. მერე გამომაცხადეს გიჟად და ეს იყო ნდობა, თანასწორობა, რისკზე მოდიოდნენ ჩვენი გულისთვის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics