2020-12-11 13:55:33, 646 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - ჩვენი მიზანი არა ქუჩაში დგომა, არამედ სწორ პროცესებზე შეთანხმებაა (ვიდეო)
ჩვენი მიზანი არა ქუჩაში დგომა, არამედ სწორ პროცესებზე შეთანხმებაა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, დღევანდელი დღე მიუთითებს, რომ ღრმა კრიზისიდან გამოსავალი არის რეალობის ახლებურად დანახვა.
"დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ ღრმა კრიზისიდან, არა მარტო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კორონა კრიზისიდან გამოსავალი არის აბსოლუტურად ახლებურად შეხედვა რეალობის "ქართული ოცნების" მხრიდან. ჩვენი მიზანი არ არის ქუჩაში დგომა, ჩვენი მიზანია, რომ შევთანხმდეთ სწორ პროცესზე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან