14:59 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 11:46:37, 699 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი ამოცანაა, ადგილობრივ ბაზარზე უფრო იაფი და ხარისხიანი პროდუქტის გატანა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,  ხელისუფლების ამოცანაა, ადგილობრივი მოხმარების გაზრდა და ბაზარზე იაფი,  ხარისხიანი პროდუქტის მიწოდება. 
ამის შესახებ ქუმსიშვილმა სასტუმრო "თბილისი  მარიოტში" განაცხადა, სადაც ეკონომიკის სამინისტროში შექმნილი ინდუსტრიული ჯგუფი, დაინტერესებულ პირებს მათ მიერ შექმნილ საინვესტიციო პროექტებს აცნობს.
"ჩვენი ამოცანაა, ძალიან ბევრი ახალი მიმართულებების მოძებნა, რადგან მხოლოდ ახალი მიმართულებებითაა შესაძლებელი რეალურად იმ კონკურენტული უპირატესობის გაღრმავება და აღმოჩენა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ამოცანა არ არის იმპორტის ჩანაცვლება. ამოცანა არის მთლიანი ბაზრის მოხმარების გაზრდა. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ვახერხებთ და კონკურენტუნარიან პროდუქტს ვქმნით, ადგილობრივ ბაზარზე შესაძლებელია, რომ უფრო ხარისხიანი და იაფი პროდუქტი იყოს მიწოდებული. ჩვენი ამოცანაა, ადგილობრივი მოხმარება გავზარდოთ იმით, რომ მივაწვდით უფრო ხარისხიან პროდუქტს უფრო იაფად და ასევე, ვიპოვოთ ის საექსპორტო პოტენციალი, რომლიც ჩვენი ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი",-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics