2015-09-25 09:34:10, 639 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.3882 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი 2.3882 ლარი ღირს, გუშინ კი მისი შეძენა 2.4075 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0193 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო 2.6827 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.6841 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან