06:46 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-05 17:44:25, 8266 ნახვა

სხვადასხვა
ნაძალადევის რაიონში, გეგუთის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, გეგუთის ქუჩაზე და ზეკარის ქუჩის გარკვეულ ნაწილზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ამ ეტაპზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, 340 გრძივი მეტრი სანიაღვრე მილები მოეწყო, დამონტაჟდა 9 ჭა და 7 ცხაური. ბორდიურის მოწყობის დასრულების შემდეგ კი 2 100 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.

„რაიონის მასშტაბით, ვაგრძელებთ ქუჩების კაპიტალურ შეკეთებას. გეგუთის ქუჩაზე და ასევე, ზეკარის ქუჩის გარკვეულ ნაწილზე მოვაწყვეთ სანიაღვრე ქსელი და რეაბილიტაცია უტარდება გზას. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics