23:10 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-01 21:18:19, 10043 ნახვა

Lifestyle
მადონამ კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა

ამერიკელი მომღერლის მადონას სისხლში COVID-19-ის ანტისხეულები იპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მან კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა. ამის შესახებ არტისტი საკუთარ Instagram გვერდზე წერს.
"რამდენიმე დღის წინ ტესტი გამიკეთეს-პასუხი ეხლა მივიღე და აღმოჩნდა, რომ სისხლში ანტისხეულები მაქ. ასე რომ ხვალ ჩავჯდები მანქანაში, ჩამოვწევ ფანჯრებს და COVID-19-ით გაჟღენთილ ჟანგბადს შევისუნთქავ",-დაწერა 61 წლის მომღერალმა.
ამის მიუხედავად ფანების უმრავლესობამ ამ პოსტს არ დაუჯერა-უმრავლესობამ მომღერალს ტესტის განმეორებით ჩაბარება ურჩია.
მარტში მადონამ ვიდეომიმართვა ჩაწერა-რგოლში მომღერალი კორონავირუსის ორსახოვან ბუნებაზე საუბრობდა:"COVID-19-ს არ აინტერესებს რამდენად მდიდარი, ცნობილი, სასაცილო ან ჭკვიანი ხარ, სად ცხოვრობ, რამდენი წლის ხარ, რა ამბის მოყოლა შეგიძლია. ის , რაც ასეთ საშინელს ხდის, ამავდროულად დიდებას სძენს მას. საშინელი ისაა, რომ მან ბევრ რამეში გაგვათანაბრა, რაც ამავდროულად საოცარია",-თქვა მადონამ მიმართვაში.









ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics