10:00 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-13 14:51:04, 4869 ნახვა

სხვადასხვა
კიევ-პეჩერის ლავრა კარანტინის გამო დაიკეტა - ერთ დღეში 63 სასულიერო პირი დაინფიცირდა

კიევ-პეჩერის ლავრა კარანტინის გამო დაიკეტა, უკრაინის დედაქალაქში მდებარე სამონასატრო კომპლექსში მხოლოდ დღეს 63 სასულიერო პირია ინფიცირებული.  საერთო ჯამში კიევ-პეჩერის ლავრაში COVID-19-ით 90 პირია დაავადებული.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამონასტრო კომპლექსი კარანტინის გამო განუსაზღვრელი დროით დაიკეტა. ვითარებას ადგილზე პოლიცია გააკონტროლებს.
შეგახსენებთ რომ დღეს ცნობილი გახდა კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით დაინფიცირებული არქიმანდიტრი ნექტარი (ერისკაცობაში ალექსანდრ კოვალენკო) გარდაიცვალების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ეკლესიები დახურული არ არის, მაგრამ მასობრივი რელიგიური ღონისძიებები აკრძალულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics