13:52 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 19:00:28, 321 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში გიორგი ქადაგიძეს უსმენენ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში იმყოფება. დეპუტატები მას დახურულ კარს მიღმა ხვდებიან. პარლამენტარებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კითხვები  ლარის კურსთან დაკავშირებით აქვთ.

დეპუტატები გიორგი ქადაგიძისგან იმ ნაბიჯების შესახებ მოისმენენ ინფორმაციას, რაც მთავრობამ ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით უნდა გადადგას. გარდა ამისა, დეპუტატებს აინტერესებთ, ჩაერევა თუ არა ეროვნული ბანკი ხელოვნურად ლარის კურსის ვარდნის შეჩერების პროცესში.

ცნობისთვის, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ დაეცა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარის შეძენა 1.9962 ლარად არის შესაძლებელი. დღეს კი, 1 დოლარი  1.9935 ლარს შეადგენდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics