12:47 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 18:20:19, 1260 ნახვა

კომენტარი Lifestyle
სააკაშვილი: ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და გავიმარჯვებ ან დავმარცხდები არა საქართველოში, არამედ უკრაინაში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველა უნდა შეეგუოს, რომ უკრაინელი პოლიტიკოსია და დამარცხებასაც და წარმატებასაც უკრაინაში მიაღწევს და არა - საქართველოში, - ამის შესახებ სააკაშვილი  Facebook-ის გვერდზე წერს. 

მიხეილ სააკაშვილმა პოროშენკოს განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდნეტის მიერ მისი შედარება ხატია დეკანოიძესთან და უკრაინაში მყოფ სხვა ქართველებთან უხერხულია.

„უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს კარგად მოეხსენება, რომ მე არ მიმიღია უშუალო მონაწილეობა საქართველოს არჩევნებში და სურვილის მიუხედავად ამის გაკეთება არც შემეძლო, რადგან უკრაინის მოქალაქე ვარ. მასზე უკეთესად არავინ იცის, რომ ჩემი შედარება დეკანოიძესთან და სხვა „მოწვეულ“ ქართველებთან არაკორექტულია. ჩემს წარმომავლობაზე აპელირება ავაკოვისა და მისი მსგავსი მოღვაწეების მეთოდს ჰგავს. მე კი ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი ასეთ რიტორიკაზე მაღლა იდგეს.  მე და პეტრო პოროშენკო პრაქტიკულად ერთ დროს ჩავედით უკრაინაში, მე საქართველოდან, ის - მოლდოვინდან. უკრაინის მოქალაქეობის მონიჭებისთვის მისი მადლობელი ვარ.  ასე რომ, ყველა უნდა შეეგუოს, რომ მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და გავიმარჯვებ ან დავმარცხდები არა საქართველოში, არამედ უკრაინაში. პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ მე ჯერ კიდევ 6 თვის წინ მინდოდა წასვლა, მაგრამ მან გადამაფიქრებინა. მან დამიყოლია რეფორმების გაგრძელების დაპირებით, უბრალოდ ამჯერად მე უკვე აღარ მჯერა დაპირებების და საქართველოს არჩევნები არაფერ შუაშია“, - წერს სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკონ მიხეილ სააკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმ  საქართველოს არჩევნებში დამარცხების შემდეგ, უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება გადაწყვიტა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics