2016-10-28 12:55:52, 2297 ნახვა
სამართალი კომენტარი
მღებრიშვილი: არჩევნების მეორე ტურის წინ, შსს მობილიზებულია და არანაირ არეულობას არ დავუშვებთ
არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრო მობილიზებულია და არ დავუშვებთ არანაირ არეულობას, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.
"საერთაშორისო ექსპერტებმაც აღიარეს არჩევნების პირველი ტურის მშვიდ ვითარებაში გამართვა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე განონაკლიისს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მეორე ტურიც ჩატარდება მშვიდ ვითარებაში. მოქალაქეებს ექნებათ საკუთარი არჩევანის გამოხატვის საშუალება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მობილიზებულია და არანაირ არეულობას არ დავუშვებთ", - აღნიშნა შს მინისტრმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან