|
2021-10-16 11:24:05, 1848 ნახვა
სამხედრო
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს პოლონეთმა სპეციალიზებული ეკიპირება გადმოსცა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ჟანდარმერიამ სამხედრო პოლიციის სპეციალიზირებული ეკიპირება დონაციის სახით გადმოსცა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დონაცია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული სამხედრო პოლიციის ინიციატივისა და საქართველო-პოლონეთის ორმხრივი თანამშორმლობის საფუძველზე განხორციელდა. „დონაციის ოფიციალური ცერემონიალი პოლონეთში, ქალაქ მინსკ-მაზოვეცკიში მდებარე ჟანდარმერიის ბაზაზე გაიმართა. დონაციის ოფიციალურ დოკუმენტზე საქართველოსა და პოლონეთის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მიერ ხელმოწერის ცერემონიალი პანდემიის გამო დისტანციურად გაიმართა, დღეს კი, სპეციალიზირებული ეკიპირების გადმოცემის მიღება-ჩაბარების დოკუმენტი გაფორმდა. აღჭურვილობა სპეციალიზირებულია სამხედრო პოლიციის ოპერირებისათვის. იგი მოიცავს სპეციალურ კონტროლის ტექნიკას, ქიმიური თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობას, შემთხვევის ადგილის დაცვის აღჭურვილობას, პირველად სამედიცინო დახმარებას, ჩეკ-პოინტების აღჭურვილობას და სხვა. პოლონეთის ჟანდარმერიის ბაზაზე გამართულ დონაციის ცერემონიალზე საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პოლონეთის რესპუბლიკაში ნინო ბაკაშვილი, სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ვეფხია ჩალაბაშვილი, პოლონეთის ჟანდარმერიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი მატეუშ დადალი, სპეციალური მომზადების ცენტრის უფროსი, პოლკოვნიკი იაცეკ კაჟიმერსკი, ასევე ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის (NATO MNMPBAT) ბატალიონის უფროსი და ინსტრუქტორები იმყოფებოდნენ. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ქართული მხარისთვის გადაცემული ეკიპირება დაათვალიერეს და ქართველი და პოლონელი სამხედრო პოლიციელების მონაწილეობით სპეციალურად მათთვის გამართულ ერთობლივ საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ. ამჟამად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ერთი ოცეული პოლონეთში, ქალაქ მინსკ-მაზოვეცკიში მდებარე ჟანდარმერიის ბაზაზე სწავლებასა და შეფასებას ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში (NATO MNMPBAT) საბოლოო სერტიფიცირებისთვის გადის“,- აცხადებენ სამინისტროში.
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)