19:16 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-07 13:55:02, 1259 ნახვა

სამხედრო
ქართველი სამხედროები ოდესის პორტში საზღვაო მყვინთავთა წვრთნებში Sea Breeze 2021-ის ფარგლებში მონაწილეობენ

უკრაინაში მიმდინარე მრავალეროვნული საზღვაო სწავლება Sea Breeze 2021 აქტიურ ფაზაშია.

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავთა ჯგუფი ოდესის პორტში საზღვაო მყვინთავთა წვრთნებში უკრაინელ, ამერიკელ, პოლონელ, ლატვიელ და კანადელ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობს.

წვრთნების ფარგლებში მყვინთავები სხვადასხვა ჯგუფად არიან გაყოფილი და შავ ზღვაში ისეთი ამოცანების შესრულება უწევთ, როგორიცაა დანაღმვა, განაღმვა, ფსკერის დაზვერვა, მიზნის აღმოჩენა წყალქვეშა სონარის გამოყენებით, ნავსაყუდელის შემოწმება და წყალქვეშ ძებნითი მეთოდები.

საქართველოს თავდაცვის ძალები საერთაშორისო წვრთნებში საზღვაო, სახმელეთო და საშტაბო კომპონენტებშია წარმოდგენილი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობასა და ნატოს წევრი და პარტნიორი 31 ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics