|
2021-06-23 16:38:04, 891 ნახვა
სამხედრო
ქართველი მშვიდობისმყოფელების მორიგი ნაკადი სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მესამე ნაკადი საქართველოში დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრები დახვდნენ. ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს სამშვიდობო მისიის წარმატებით დასრულებისთვის მადლობა ტაშით და გამამხნევებელი შეძახილებით გადაუხადეს. მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ავღანეთში 6 თვის განმავლობაში ასრულებდნენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის და დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. უახლოეს პერიოდში 32-ე ბატალიონი საქართველოში ეტაპობრივად, სრული შემადგენლობით დაბრუნდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)