|
2018-09-03 18:44:55, 7480 ნახვა
კულტურა
საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადები“-ს ფარგლებში აფხაზეთისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადები“-ს ფარგლებში აფხაზეთისადმი მიძღვნილი კონცერტი თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. მსმენელის წინაშე წარსდგა კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით. საერთაშორისო ფესტივალ ბიჭვინთის ღამის სერენადების დაარსებისა და ქართულ-აფხაზური კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ლეგენდარული მევიოლინე ლიანა ისაკაძე მადლობის სიგელითა და სამახსოვრო სუვენირით - ბიჭვინთის სიმბოლოდ ქცეული ქანდაკების „მყვინთავები“-ს ასლით დააჯილდოვა. „ვამაყობ, რომ ეს ფესტივალი აფხაზეთში დაიწყო, შემდეგ ესტაფეტა ბათუმმა გადაიბარა დღეს კი თბილისი აგრძელებს ამ ტრადიციას. დასანანია, რომ ფესტივალი აფხაზეთში დროებით შეწყდა და აფხაზეთის მოსახლეობას საშუალება არ აქვს დატკბეს ამ ჭეშმარიტი ხელოვნებით. ჩემი სურვილია, რომ მომავალ წელს ფესტივალის ერთი საღამო გაიმართება რუხის ციხესიმაგრეში, აფხაზეთის სიახლოვეს. იმედს ვიტოვებ უახლოეს მომავალში დროებით შეწყვეტილი ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბიჭვინთაში კვლავ ჩატარდება და ამ შესანიშნავ ორკესტრს ისევ ქალბატონი ლიანა უხელმძღვანელებს, მას ძველ დიდებას დაუბრუნებს და ახალ სუნთქვას შესძენს.“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება დაესწრო. ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, მუსიკოსის ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. მისი აღდგენა მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი. „ღამის სერენადების“ უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი კვლავ ლიანა ისაკაძეა. წელს ფესტივალს სამხატვრო ხელმძღვანელობას, ლიანა ისაკაძესთან ერთად, მისი ძმისშვილი, მუსიკოსი გიორგი ისაკაძე გაუწევს. წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოება, რიც გამოც, 2015 წლიდან მას უკვე ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.
(NS)
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)